ალოე მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახის მცენარეებს. ალოეს მსხვილი ფოთლები ეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში. მისი სამშობლოა აფრიკა. ჩვეულებრივ ეს მცენარე მოყავთ სამკურნალო მიზნებისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ასევე როგორც დეკორატიული მცენარე. აფრიკაში მისი სიმაღლე აღწევს 10 მეტრამდე და რეგულარულად ყვავის. ყავილები მოწითალო- მონარჯისფროა და ვითარდებიან გრძელ ყუნწზე. ისინი ყვავიან რამდენიმე ყვავილი ერთად და ქმნიან თაიგულს. სახლის პირობებში ალოე ყვავის იშვიათად. მან უნდა მიაღწიოს 10 წლიან ასაკს, რომ შეძლოს აყვავება და ზამთარში უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული პირობები, ტემპერატურა არ უნდა იყოს 14 გრადუსზე მაღალი და პრაქტიკულად არ უნდა მოვრწყათ. თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ალოეს ყვავილის სურნელი იწვევს თავის ტკივილს.
არსებობს ალოეს სხვადასხვა სახეობა, რომელთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია:
ალოეს განვითარებისთვის სჭირდება ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებული პირობები- უდაბნოს და ნახევარუდაბნოს პირობები. ალოეს უყვარს ნათელი ადგილები, დღის და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. იტანს ტემპერეტურის დაცემას -50-მდე. ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება მზის პირდაპირი სხივები რამდენიმე საათი დღეში, მაგრამ ძლიერ სიცხეს ჯობია მოვარიდოთ. უყვარს სუფთა ჰაერი. გაზაფხულზე და ზაფხულში მორწყვა აუცილებელია იმის მიხედვით, მიწა რამდენად სწრაფად შრება, ხოლო ზამთარში თითქმის წყვეტენ მისთვის წყალი მიწოდებას. საკმარისია მისი მორწყვა თვეში ერთხელ. ზამთარში სასურველია შევინახოთ +10-12 გრადუს ტემპერეტურაზე. მიწა უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ქვიშას, რომ მან არ დააკავოს წყალი დიდ ხნით. ალოესთვის მიწის საუკეთესო ნარევია: 1 წილი ფოთლოვანი მიწა, 2 წილი ტორფი, მდინარის ქვიშა, აგურის ნარჩენები და ნახშირი. ზრდის პერიოდში ალოეს კვებავენ ამონიუმის გვარჯილით – 1 გრ 1 ლ წყალში. ალოე არ არის პრეტენზიული მცენარე, მისი გადარგვა საჭიროა 2-3 წელიწადში ერთხელ. ალოე ადვილად მრავლდება. იყენებენ მის ფოთოლს. ამისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და ზაფხული. ყუნწი დარგვამდე უნდა გამოვახმოთ ჰაერზე 1-2 დღის განმავლობაში. მისი დარგვა შესაძლებელია ჩვეულებრივ ნიადაგში ან ქვიშაში. უნდა მოვრწყათ ძალიან ფრთხილად, რომ ყუნწი არ დალპეს.
თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *
მოგესალმებით, ძირითადი ინფორმაცია სტატიაშია წარმოდგენილი. თუ დამატებით ...
ბამი ჩვენთვის უცხო კულტურაა. იქნებ მოგვაწოდოთ მის გამოყენებაზე ინფორმ ...
mujiri51@mail.ru გთხოვთ ამ ელ.ფოსტაზე გამომიგზავნოთ.წინასწარ მადლობა ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია მლ ან გრ 100 ლ/წყალში ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია ...
Copyright © 2013-2016 · ყველა უფლება დაცულია · საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა · ავტორი: http://websitedesign.ge