ნიორის და წიწაკის ნაყენი ეფექტურია მავნე მწერების და ზოგიერთი სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ. ასევე აფრთხობს აბეზარ წვრილ და მსხვილ ცხოველებს. ორი თავი ნიორი უნდა დაინაყოს, დაემატოს მას ორი სუფრის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა (დაფქული) და გაიხსნას 4 ჭიქა მდუღარე წყალში. შემდეგ საჭიროა ხსნარის დაყოვნება ერთი ან ორი დღით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხსნარს ემატება 2 სუფრის კოვზი თხევადი საპონი (ან ჭურჭლის სარეცხი სითხე) და ხდება მორევა. გამოყენების წინ საჭიროა მოხდეს 1 წილი ნაყენის 10 წილ წყალში გაზავება და გაფილტვრა. გამოყენებამდე აუციებელია ხსნარის შენჯღრევა. შესხურება სასურველია ადრე დილით. გაუზავებელი ნაყენი უცილებელია შენახულ იქნას მაცივარში. წამლობის განმეორება შესაძლებელია 7 დღის შემდეგ პირველი წამლობიდან. წვიმიანი ამინდების შემთხვევაში დროის ეს ინტერვალი უნდა შემცირდეს. დაუშვებელია საპნის მაგივრად ტანსაცმლის სარეცხი ფხვნილის გამოყენება!
თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *
მოგესალმებით, ძირითადი ინფორმაცია სტატიაშია წარმოდგენილი. თუ დამატებით ...
ბამი ჩვენთვის უცხო კულტურაა. იქნებ მოგვაწოდოთ მის გამოყენებაზე ინფორმ ...
mujiri51@mail.ru გთხოვთ ამ ელ.ფოსტაზე გამომიგზავნოთ.წინასწარ მადლობა ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია მლ ან გრ 100 ლ/წყალში ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია ...
Copyright © 2013-2016 · ყველა უფლება დაცულია · საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა · ავტორი: http://websitedesign.ge