კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ფილიალში (ოზურგეთი, ანასეული) მიმდინარეობს ფერმერების და სპეციალისტების გადამზადების სალექციო კურსები. თეორიული ლექციების გარდა მსმენელებს საშუალება ეძლევათ დაესწრონ პრაქტიკულ მეცადინეობებს როგორც ველზე, კვლევითი ინსტიტუტის სადემონსტრაციო ნაკვეთებში, ასევე ლაბორატორიულ სივრცეში.
ლაბორატორიაში ფემრმერებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ აგრო მიმართულების ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობას და განხორციელების წესებს. ამ მხრივ აღსანიშნავია რომ USAID-REAP-ის პროექტის ფარგლებში ანასეულში შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია როგორც ნიადაგის გამოკვლევა, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ჩაის) ქიმიური ანალიზი, რაც მნიშვნელოვანია ფერმერთა და მწარმოებელთა იმ კატეგორიისათვის, რომელთაც სურთ პროდუქციის ბრენდირება და ორიენტირებულნი არიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.
2 კომენტარი
გიული
მეცხოველეობაში ტრეინინგების მოთხოვნა არ არის თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ არ არის საჭირო?
ghost
კი, არის მეცხოველეობაში ტრენინგების საჭიროება და უშუალოდ ამ პროექტის ფარგლებშიც მიმდინარეობს ტრენინგები მეცხოველეობა-ვეტერინარიის მიმართულებით