სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საექსტენციო სისტემის გაძლიერება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განმარტებით, ექსტენცია მოიცავს კვლევისა და ტრეინინგების კომპონენტს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესებაში.
პროექტის განხილვისას ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსის ძირითად მიმართულებებზე: სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიზნებზე, პაკეტებზე, მიდგომასა და მიზნობრიობაზე, სახელმწიფოს როლზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციაში, საორგანიზაციო სტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩხეიძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, ასევე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
წყარო: www.for.ge
თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *
მოგესალმებით, ძირითადი ინფორმაცია სტატიაშია წარმოდგენილი. თუ დამატებით ...
ბამი ჩვენთვის უცხო კულტურაა. იქნებ მოგვაწოდოთ მის გამოყენებაზე ინფორმ ...
mujiri51@mail.ru გთხოვთ ამ ელ.ფოსტაზე გამომიგზავნოთ.წინასწარ მადლობა ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია მლ ან გრ 100 ლ/წყალში ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია ...
Copyright © 2013-2016 · ყველა უფლება დაცულია · საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა · ავტორი: http://websitedesign.ge