ლათინური დასახელება: Prunus avium. ბოტანიკური ოჯახი: ვარდისებრნი. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 20-35 წელი (ინტენსიურ საწარმოო ციკლში). ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 60-65% მაღალმა ტენიანობამ და წვიმებმა კრეფის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფების დასკდომა. ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 70-80%, ვერ იტანს წყლის დადგომას და გრუნტის წყლების მაღალ დონეს. ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია: pH 6,0-7,0. კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: -23-27°С (მოსვენების პერიოდში, დამოკიდებულია საძირეზე). კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 40-42°С ( ვითარდება ნაყოფების დამწვრობა, ფოთლის დაწვა).
კულტურის აპრობირებული და პერსპექტიული ჯიშები
ბაღის გაშენების და მოვლის ძირითადი აგროწესები
ნიადაგის მომზადება გასაშენებლად. ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება საპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ-სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ. სიღრმეზე, დასაშვებია ასევე „რიპერების“, ან ღრმა „ჩიზელების“ გამოყენება, გვიან შემოდგომით, ან გაზაფხულზე მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება, ბოლოს — როტაციული კულტივატორით ნაკვეთის “ფრეზირება”.
დარგვის წესები და ნორმები. გაშენება შეიძლება მოხდეს 40X30-40 სმ სიდიდის ორმოებში, ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ სიმაღლეზე.
დარგვის სქემები. ძლიერ საძირეებზე (ბალამწარა, კულტურული ნათესარი) 8,0-7,0X7,0-5,0 მეტრი, საშუალო საძირეზე (ბალღოჯი) — 6,0-5,0X5,0-3,0 მეტრი. საშუალო საძირეზე (კოლტი, გიზელა 6) — 5,0X2,50-3,0 მეტრი. ნაგალა საძირეზე (გიზელა 5) — 4,0 მX1,25 მეტრი (აუცილებელია საყრდენი სისტემა).
სხვლა-ფორმირების მეთოდები. ძლიერ-საშუალო საძირეებზე გამოიყენება ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება, ნაგალა საძირეებზე — ცენტრალურ ლიდერული, შპინდელი. მორწყვა. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე ნაყოფის განვითარების ფაზებზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საშუალოდ: წვეთოვანი მორწყვის სისტემის პირობებში საჭიროა ბლის ბაღი სავეგეტაციო წლის განმავლობაში 15-20-ჯერ მოირწყას. ხოლო მოღვარვით მორწყვის შემთxვევაში ბლის ბაღის მორწყვა საჭიროა საშუალოდ 4-5-ჯერ სეზონის განმავლობაში.
წვეთოვანი მორწყვის პირობებში თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 50-60 კუბ./მ 1 ჰა-ზე, ხოლო მოღვარვით მორწყვის შემთხვევაში – 400-500 კუბ./მ 1 ჰა-ზე.
ყველაზე მეტად ტენით უზრუნველყოფა ბალს სჭირდება ყვავილობის დასრულების და ნაყოფების დამსხვილების ფაზებში.
ნიადაგის განოყიერება. ბლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.
ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ბლის ბაღში შეტანილი იქნას 100-120 კგ/ჰა. აზოტი, 80-100 კგ/ჰა. ფოსფორი და 80-100 კგ/ჰა. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). გარდა ამისა, ორგანული სასუქების სახით საჭიროა 20-30 ტ/ჰა. კომპოსტის შეტანა შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:
საბაზისო აგროკალენდარი
გაშენება: ნოემბერი, თებერვალი, ან მარტი.
გასხვლა: ნოემბერი, თებერვალი, ან მარტი.
დანორმება: მაისი.
რიგთაშორისების გათიბვა-დამუშავება: აპრილი-აგვისტო.
მწვანე გასხვლა: კრეფის შემდეგ.
წამლობები მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ: მარტი-ივლისი.
მორწყვა: მაისი-აგვისტო.
მოსავლის აღება: მაისი-ივლისი.
მოსავლის აღება-შენახვა
მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.
შენახვის პირობები:
შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 90-95%. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0°С. შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 10-30 დღე.
ბლის ბაღის დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან – ზოგადი რეკომენდაციები
ბალს აზიანებს სხვადასხვა სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადება. სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია: ნაცრისფერი სიდამპლე, ალუბლის ქაჯის ცოცხი, კოკომიკოზი, კლასტეროსპოროზი და კურკოვნების ნაადრევი ხმობა. რაც შეეხება ბაქტერიულ დაავადებებს, ამ მხრივ ბლის ძირითადი დაავადებებია: კურკოვანთა ბაქტერიული ლაქიანობა, კურკოვანთა ფესვების ბაქტერიული კიბო და ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე.
ვირუსული დაავადებებიდან ბლის უმთავრესი დაავადებაა ბლის წვრილნაყოფიანობა. გარდა ამისა, ბალს აზიანებს მრავალი მავნებელი: ტკიპები, თრიფსები, ნაყოფჭამიები, ბუგრები, ფრთათეთრები და ა.შ.
აღნიშნული მავნებელ-დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება: მცენარეული ნარჩენების და კულტურის დაზიანებული ორგანოების მოცილება-განადგურება, ოპტიმალური ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების შენარჩუნება საწყობებში, სხვლა-ფორმირების და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება და ა.შ.
გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, ბლის მავნე ორგანიზმების დაცვის უმთავრესი წინაპირობა არის შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება. გაცილებით ეფექტურია წინასწარი, პროფილაქტიკური წამლობების ჩატარება, კონკრეტული მავნებლის, ან დაავადების გაჩენის პრევენციის მიზნით.
ბლის მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ საჭირო წამლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა ორგანიზაციის გაზეთის, “აგროპედიას” ელექტრონული ვერსიის გამოწერის სერვისი.
გამოწერა უფასოა.
გაზეთის გამოწერის მსურველებმა საჭიროა მიმართონ ორგანიზაციას ელ-ფოსტის მისამართზე: geoagrarians@gmail.com
“აგროპედიას” გამოწერის პარალელურად, გამომწერი პირები მიიღებენ ბლის, ან მათ მიერ მოთხოვნილი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წამლობათა დეტალურ სქემებს და ინსტრუქციებს.
სტატია შექმნილია USAID/REAP პროექტის მიერ მომზადებული მასალის გამოყენებით.
თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *
მოგესალმებით, ძირითადი ინფორმაცია სტატიაშია წარმოდგენილი. თუ დამატებით ...
ბამი ჩვენთვის უცხო კულტურაა. იქნებ მოგვაწოდოთ მის გამოყენებაზე ინფორმ ...
mujiri51@mail.ru გთხოვთ ამ ელ.ფოსტაზე გამომიგზავნოთ.წინასწარ მადლობა ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია მლ ან გრ 100 ლ/წყალში ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია ...
Copyright © 2013-2016 · ყველა უფლება დაცულია · საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა · ავტორი: http://websitedesign.ge