პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
* სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდა 2017 წ. 7 აგვისტოდან, რომელიც ხორციელდებოდა ელექტრონული ფორმით www.apma.ge –ის საშუალებით.
პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:
1) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;
2) შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 ძირითადი წყაროს გამოყენებით:
- სააგენტოს თანადაფინანსება – პროექტის ჯამური ღირებულების40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;
- შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს50%, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
- ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა – პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.
შენიშვნა: დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნას პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.
მიზნობრივი სეგმენტი
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.
სრული ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://apma.ge/projects/read/grant/