ნიორის სასარგებლო თვისებები


ნიორის სამშობლო ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაა, სადაც ქვის ხანაში ნიორს ხმარობდნენ, როგორც დეკორატიულ მცენარეს, მაგრამ დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყეს მისი გაკულტურება. ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხი ნიორს იყენებს არამარტო საკვებში ბოსტნეულად, ასევე სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ყველაზე დიდი ნიორი იზრდება იტალიაში და კორეაში. ის 8-12 კბილს იკეთებს.
ნიორი გამოიყენება კულინარიაში: სხვადასხვა სალათებში და სუპებში.კ ორეულ კულინარიაში ნიორის ფერმენტაციით მაღალ ტემპერატურაზე შავ პასტას იღებენ, რომელიც ძალიან ტკბილია. რუსეთში და საქართველოში იზრდება მწარე ნიორი, ეგვიპტეში და აზიაში ტკბილი ნიორი. ნიორი არის ძლიერი ანტიბიოტიკი, იგი აღძრავს მადას და აწესრიგებს კუჭის მუშაობას. დიდი რაოდენობით ალიცინის წყალობით იგი წმინდავს სისხლს ქოლესტერინისგან და ამით ხელს უწყობს გულსისძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის შემცირებას და აწესრიგებს ორგანიზმში წნევას. ნიორის სამკურნალო თვისებები მხოლოდ უმ მდგომარეობაში ვლინდება. თერმული დამუშავება მის სამკურნალო თვისებებს ამცირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>