ზეითუნის ზეთი- როგორც კანის საუკეთესო მკვებავი და სამკურნალო საშუალება

ზეითუნის ზეთი არის კარგი საშულება კანისთვის, რომელიც გამოიყენება უძველესი დროიდან.ზეითუნის ზეთი გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში.აღსანიშნავია, რომ კოსმეტიკურ საშუალებებს ხშირად ამზადებენ სახლში.

ზეითუნის ზეთის თვისებები

გაუფილტრავ ზეთს იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისათვის,რადგან გაუფილტრავი ზეთი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.ზეითუნის ზეთი ძალიან ბევრ ბიოლოგიურ აქტიურ ნაერთებს შეიცავს, ამიტომაც ის ძალიან კარგად მოქმედებს კანზე.
ზეითუნის რამდენიმე სასარგებლო თვისება:
მაღალი კონცრენტრაცია, რასაც შეიცავს ზეითუნი,მკვებავი ელემენტები, მჟავები და ვიტამინები E, სწორედ ეს ახდენს კანზე დადებით გავლენას.
ზეთი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას,ზეთისხილის ზეთი მთლიანად ჰიპოალერგიულია.ზეითუნის ზეთის მიღების მრავალი ხერხი არსებობს.მაგ:თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზეითუნის ზეთის აბაზანა,ან უბრალოდ ზეთი შეიზილოთ მთლიან ტანზე- კანი მიიღებს მოვლილ და გლუვ სახეს.
ზეითუნის ზეთი უფრო მეტად გამოყენება მშრალი და დამჭკნარი კანისთვის.ის ატენიანებს და ავსებს ფორებს.

ზეითუნის ზეთის გამოყენება კანისთის:

ზეითუნის ზეთი გამოყენება კანის გასაწმენდად.გავათბოთ ზეითუნის ზეთი, ან შევურიოთ ჩაის ხის ზეთთან ერთად.თბილი ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რძე მაკიაჟის მოსაშორებლად.თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი, შეგიძლიათ დაიტოვოთ ღამე და არ ჩამოიბანოთ.სხვა შემთხვევაში აუცილებელია ცივი წყლით ჩამობანვა ამ შემადგენლობის მოსაშორებლად.
არსებობს მშვენიერი რეცეპტი – ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ეს პროდუქტი გამოიყენება ქუთუთოებისათვის. დაიდეთ ზეითუნის ზეთი 25 – 30 წუთი, შემდეგ კი მოიშორეთ ნარჩენები ბამბის საშუალებით.კანის დასარბილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მასკა, რომელიც ასე მზადდება: ავიღოთ ერთი სუფრის კოვზი ხაჭო და შევურიოთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.სქელი ფენის ნარევი დაიდეთ სახეზე არაუმეტეს 20 წთსა, შემდეგ ჩამოიბანეთ.დაბერებული კანის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის კოვზი თაფლი.
მშრალი კანის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ხილის, კენკრის,ბოსტნეულის და ზეითუნის ნარევი. ერთი სუფრის კოვზი ზეთი უნდა შევურიოთ ხილის ფაფაში და დავიდოთ სახეზე 15-20 წთის განმავლობაში.მშრალი კანისთვის გამოყენება შემდეგი ხილი:ბანანი, ხურმა,ნესვი,შავი მოცხარი,მოცვი.ნორმალური კანისთვის გამოიყენება:ციტრუსები,ვაშლი, კივი და საზამთრო.
ზეითუნის ზეთის გამოყენების ფართო სპექტრი არსებობს.ის შეგვიძლია დავამატოთ კრემებში, ლოსიონებში,გავიწმინდოთ კანი და მივიღოთ აბაზანები. თუ რომელ მეთოდს აირჩევთ ზეითუნის ხმარებისას, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

One Response to ზეითუნის ზეთი- როგორც კანის საუკეთესო მკვებავი და სამკურნალო საშუალება

  1. ჩვენ გვინდა ვნახოთ ზეითუნის ხილის ნერგები გვესაჭირეობა ქალაქ გორში. ლევან გუგუტიშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>