ვერბენას დარგვა და მოვლა


ვერბენა ბალახოვანი მცენარეა. თბილი კლიმატის პირობებში შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე წელი და გაიზარდოს 0,3-1 მეტრი სიმაღლის. მისი ფოთლები პატარა ზომისაა, ლანცეტირი ან ოვალური ოვალური მოყვანილობის, დაკბილული გვერდებით.
ვერბენას ყვავილიც პატარა ზომისაა, შედგება 5 ფურცლისგან. ყველა ყვავილი მოგროვებულია ერთად და ქმნიან თაიგულს. მისი შეფერილობა სხვადასხვანაირია, ალისფერიდან თეთრამდე.
ვერბენა მრავალწლიანი დეკორატიული ყვავილია, თუმცა მას ხშირად ზრდიან როგორც ერთწლიანს. მისი თესლების დათესვა არაა რეკომენდირებული მარტზე ან აპრილზე ადრე, რადგან ამ შემთხვევაში დააკლდება სინათლე და მისი ზრდა იქნება ძალიან ნელი პროცესი.
მისი დათესვა ძალიან მარტივია, უნდა მოვაბნიოთ თესლები ნიადაგზე, მათი დაფარება მიწით არაა აუცილებელი. ქოთანს უნდა დავაფაროთ შუშა და 2 დღით ვამყოფოთ 25 გრადუსიან ტემპერატურაზე. ამ ორი დღის მანძილზე ვერბენას თესლი დაიწყებს გაღვივებას. ამის შემდეგ ჭურჭელი უნდა გადავიტანოთ უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ზრდა შეინიშნება უკვე ერთი კვირის შემდეგ დათესვიდან.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ნიადაგს, მის ტენიანობას. ტენიანობის მკვეთრ ცვლას ვერ იტანს ვერბენა. ამან შეიძლება გამოიწვიოს რაიმე დაავადება, რასაც მოყვება მცენარის დაღუპვა. ორი კვირის შემდეგ ნიადაგში უნდა დავუმატოთ სასუქი.
ვერბენის ნერგების გადარგვა ხდება, როგორც კი ყინვები გაივლის. ამისთვის ზუსტი დრო არ არსებობს. მანძილი მათ შორის დამოკიდებულია ვერბენის ზომაზე.
თუ გადარგვა ხდება წვიმიან დღეს მორწყვა საჭირო არაა, ხოლო თუ ნიადაგი მშრალია ყოველ ამოთხრილ ორმოში უნდა ჩავასხათ 2 ჭიქა წყალი, დაველოდოთ სანამ ნიადაგი შეიწოვს და შემდეგ ჩავრგათ ვერბენა.
ბევრი აზოტი და ნესტი ხელს შეუშლის ვერბენას აყვავებაში. ის ტროპიკული ყვავილია და მიჩვეულია სიმშრალეს. თუმცა არც უწლოდ მიდი დატოვება შეიძლება.
ზაფხულის პერიოდში სასუქი უნდა დავუმატოთ 3-4 ჯერ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>