ახალი სტატიები

ჩვენს შესახებ

ორგანიზაციის მისია: აგრო-საკონსულტაციო სფეროს და აგრარული განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

საქმიანობის ძირითადი სფეროები: ორგანიზაცია დონორებთან ერთად ანხორციელებს შემდეგი ფორმატის პროექტებს:

აგროპედია

აგრო საკონსულტაციო სერვისების გავრცელებაზე ორიენტირებული ინოვაციური

პროდუქტი. იგი  ამჟამად ფუნქციონირებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქ ბათუმში, შიდა ქართლში, რაჭაში და თბილისში – აგრარულ უნივერსიტეტში.

აგროტესტირების ელექტრონული პროგრამა საჯარო მოხელეებისათვის

ორგანიზაციის მიერ მომზადდა აგროტესტირების ელექტრონული პროგრამა. იგი გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პროგრამა მოიცავს 3000-ზე მეტ ტესტ-კითხვას სოფლის მეურნეობის ყველა ძირითადი დარგის მიმართულებით.

პროგრამის გამოყენება სამინისტროს შეუძლია როგორც ახალი კადრების პროფესიული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით, ასევე უწყებაში მომუშავე სპეციალისტების ატესტაციის პროცესში.

აგრარული ლიტერატურის წარმოება

ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დონორებთან აგრარული ლიტერატურის განახლების მიმართულებით და ამ ეტაპზე გამოიცა 10-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების სახელმძღვანელო აგრარული სფეროს შესახებ.

მართვის პოლიტიკის ფორმირება

ორგანიზაცია მონაწილეობს საჯარო აგრო-საკონსულტაციო სერვისების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. სტრატეგიის მიზანია საჯარო სტრუქტურული ერთეულის განვითარების ოპტიმალური გეგმის შედგენა და მის მიერ წარმოებული სერვისების ხარისხობრივი და თვისობრივი გაუმჯობესება.

არაფორმალური აგრარული განათლების სექტორის განვითარება

ორგანიზაციის მიერ შეიქმნა და ვითარდება აგროტესტირების ღია ელექტრონული პლატფორმა. პროექტის უმთავრესი მიზნებია:

  • საქართველოში არაფორმალური აგრარული განათლების სექტორის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
  • სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება.

საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება

ორგანიზაციას განხორციელებული აქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას ტესტირების  საშუალებით.

პროექტები განხორციელდა საქართველოს 54 მუნიციპალიტეტში, ტესტირებაში მონაწილეობდა 250-ზე მეტი ბენეფიციარი სპეციალისტი.

ტესტირება ჩატარდა 15 ძირითად სასოფლო-სამეურნეო დარგში.

ორგანიზაციის დონორები და პარტნიორები:

  • ENPARD: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი;
  • გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში;
  • USAID-REAP პროექტი საქართველოში;
  • გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO);
  • USAID-SEAS პროექტი საქართველოში;
  • შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში;
  • ილინოისის უნივერსიტეტი;
  • ტეხასის უნივერსიტეტი;
  • ვინროკ ინთერნეშენელი;
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

 

Copyright © 2013-2016 · ყველა უფლება დაცულია · საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა · ავტორი: http://websitedesign.ge